ბრიუსელის თავისუფალი უნივერსიტეტი (Université libre de Bruxelles) კოორდინაციას უწევს Erasmus Mundus-ის ერთობლივ სამაგისტრო პროგრამას ტროპიკულ ბიომრავალფეროვნებასა და ეკოსისტემებში - TROPIMUNDO, რომლისთვისაც ევროკომისია სთავაზობს გარკვეული რაოდენობის სტიპენდიებს სრული დაფინანსებით, ევროკავშირის და არაევროკავშირის ქვეყნების სტუდენტებს. აღნიშნული სტიპენდიები განსაკუთრებით საინტერესო იქნება ბიოლოგიის მიმართულების სტუდენტებისთვის.
TROPIMUNDO არის პირველი საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამა ტროპიკულ ბიომრავალფეროვნებასა და ეკოსისტემებში, რაც საშუალებას აძლევს სტუდენტებს კურსის მეორე სემესტრში ჩაატარონ საველე სამუშაოები ამაზონის ტროპიკულ ტყეებში, კარიბის და ინდოეთის ოკეანის ტროპიკულ კუნძულებზე, ცენტრალურ-აფრიკის ტროპიკულ ტყეებში, აღმოსავლეთ აფრიკის დიდ ტბებში და ა.შ.
მეოთხე სემესტრი მიეძღვნება სამაგისტრო ნაშრომს ტროპიკულ ბიომრავალფეროვნებასა და ეკოსისტემებთან დაკავშირებით. დანარჩენი ორი სემესტრი მოიცავს საბაზისო და სპეციალიზებულ კურსებს ბელგიაში, იტალიაში, საფრანგეთსა და ფრანგულ გვინეაში.
შერჩეულ სტიპენდიანტებს ექნებათ სწავლის სრული დაფინანსება, რაც მოიცავს სწავლის გადასახადს, მობილობის ხარჯებს, დაზღვევას და ყოველთვიურ სტიპენდიას.
2023-2024 სასწავლო წლისთვის განაცხადის მიღების ბოლო ვადაა
2023 წლის 15 იანვარი
დამატებითი ინფორმაციისთვის TROPIMUNDO პროგრამისა და განაცხადის პროცედურის შესახებ გთხოვთ, ეწვიოთ ქვემოთ მითითებულ ბმულს