მიმდინარე წლის 13 დეკემბერს, ქ. პრაღაში გაიმართება გლობალური ფორუმი ხელოვნური ინტელექტის და ეთიკის საკითხებზე.
ღონისძიება იმართება ჩეხეთის რესპუბლიკის ევროსაბჭოში თავმჯდომარეობის ფარგლებში, UNESCO-ს პატრონაჟით.
ღონისძიებაზე სხვა საკითხებთან ერთად, განიხილება ხელოვნური ინტელექტისა და ეთიკის საკითხებზე UNESCO-ს 2021 წლის რეკომენდაციები (https://unesdoc.unesco.org/ark:/48223/pf0000380455), რაც ამ მიმართულებით პირველი გლობალური ნორმატიული დოკუმენტია.
ფორუმი ითვალისწინებს, როგორც მაღალი დონის სესიების, ისე საექსპერტო დისკუსიების გამართვას. ღონისძიებაში მონაწილეობისთვის დარეგისტრირება შესაძლებელია შემდეგ მისამართზე: https://bit.ly/3hIP7nI
დამატებითი ინფორმაციისა და დღის წესრიგის გასაცნობად იხილეთ დანართი