რუმინეთის მთავრობის სტიპენდიები

რუმინეთის მთავრობა 2023 - 2024 აკადემიური წლისათვის ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებს სთავაზობს სასტიპენდიო პროგრამებს.

რუმინეთის სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადები მიიღება მხოლოდ ონლაინ პლატფორმის https://scholarships.studyinromania.gov.ro/ საშუალებით 2022 წლის 15 დეკემბრიდან 2023 წლის 1 მარტის ჩათვლით.

შერჩეული კანდიდატების ვინაობა ცნობილი გახდება მომდევნო წლის 15 ივლისამდე.

პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაცია განთავსებულია ვებგვერდზე: https://studyinromania.gov.ro