კატარის უნივერსიტეტი გამოყოფს ორ სტიპენდიას ქართველი სტუდენტებისთვის არაბული ენის შემსწავლელ პროგრამაზე - Arabic Program for Non-Native Speakers.
2023-2024 სასწავლო წლებისთვის ხსენებულ პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
- იყოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი ან კურსდამთავრებული;
- იყოს 18-დან 40 წლამდე;
- გასული წლების განმავლობაში არ უნდა ჰქონდეს მიღებული სტიპენდია ამავე პროგრამაზე - Arabic Program for Non-native Speakers სასწავლებლად;
- საბაზისო დონეზე მაინც (Modern Standard Arabic) უნდა ფლობდეს არაბულ ენას;
- უნდა შეეძლოს კომუნიკაცია სტუდენტებთან, პროფესორმასწავლებლებთან და უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან ინგლისურად ან არაბულად.
პროგრამაზე სწავლის მსურველთა განაცხადების მიღება იწარმოებს 2023 წლის 15 იანვრიდან 16 თებერვლამდე.
დაწვრილებითი ინფორმაცია:
http://www.qu.edu.qa/students/international-students/arabic-program