აწსუ ენების შემსწავლელი ცენტრის ინგლისურენოვანი ზამთრის სკოლა

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ენების შემსწავლელი ცენტრი აცხადებს მოსწავლეთა მიღებას ინგლისურენოვან ზამთრის სკოლაში საახალწლო არდადეგების პერიოდში 9-დან 13 იანვრის ჩათვლით.

პროექტი მონაწილეებს სთავაზობს ინგლისურენოვან ინტენსიურ კურსს, რომლის მიზანია ენობრივი კომპეტენციის გაზრდასთან ერთად მოსწავლეებს აუმაღლოს ცნობიერება თანამედროვე საზოგადოების მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით როგორიც არის ბავშვთა უფლებები, თანასწორობა, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, კულტურათაშორისი განსხვავებებისადმი პოზიტიური დამოკიდებულება და სხვა.
მრავალფეროვანი და სახალისო აქტივობები გათვლილია მოსწავლეთა კრიტიკული აზროვნების, ლიდერობის, თანამშრომლობითი და კომუნიკაციური უნარების შემდგომ განვითარებაზე. კურსის ფორმატი გულისხმობს თანამედროვე აპლიკაციების გამოყენებით შემოქმედებითი დავალებების შესრულებას, რაც მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს მონაწილეთა ტექნოლოგიური უნარ-ჩვევების დახვეწას. პროექტი მიზნად ისახავს მოსწავლის ზოგად განვითარებას ენობრივი, კრეატული, სოციალური და კომუნიკაციური თვალსაზრისით. მიღებული გამოცდილება საერთაშორისო კონკურსებში მოსწავლეების წარმატებულ მონაწილეობას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.
კურსის ხანგრძლივობა მოიცავს 5 დღეს. მუშაობა წარიმართება აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ყოველდღიურად 10:00 საათიდან 16:00 საათამდე ლანჩის შესვენების ჩათვლით. მონაწილეთა ენობრივი კომპეტენცია ინგლისურ ენაში უნდა შეესაბამებოდეს ენების ფლობის საერთო ევროპული სარეკომენდაციო ჩარჩოს მიხედვით მინიმუმ A2 დონეს.
კურსის ღირებულება 100 ლარი.
კურსის დასრულების შემდგომ მონაწილეებს გადაეცემათ სერთიფიკატები.
მონაწილეობის მსურველები გადადით ბმულზე განაცხადის ფორმის შესავსებად.
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 6 იანვარი, 18:00 საათი.

იჩქარეთ, რაოდენობა შეზღუდულია!!!

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 599908828 / 595706594