ცენტრალური აზიის რეგიონალური ეკონომიკური თანაშრომლობის ორგანიზაციის (CAREC) მიერ შემუშავებული ციფრული სტრატეგიის თანახმად (CAREC Digital Strategy 2030) დაგეგმილია საუნივერსიტეტო სტარტაპების პროგრამის (CAREC University Startup Generator) განხორციელება 2023 წლის იანვარ-ივნისის პერიოდში. აღნიშნული პროგრამა მიზნად ისახავს რეგიონში არსებული უნივერსიტეტების სტუდენტებს შორის თანამშრომლობისა და ჩართულობის წახალისებას და სტარტაპების ეკოსისტემის გაუმჯობესებას და განვითარებას. პროგრამა აგრეთვე გულისხმობს სამეწარმოეო მიდგომებისა და ინოვაციური აზროვნების ხელშეწყობას, რომლის ფარგლებშიც სტუდენტებს ექნებათ საშუალება წარმოადგინონ სტარტაპ იდეები რეგიონში საუნივერსისტეტო დონეზე არსებული კონკურენციის პირობებში.
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ დანართში და ბმულზე.