აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციების დეპარტამენტი აცხადებს მსმენელთა მიღებას სატრენინგე კურსზე "მზის კოლექტორებისა და პანელების მონტაჟი და ექსპლუატაცია".
სატრენინგე კურსის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს:
ყველა საფეხურის საინჟინრო-ტექნიკური და ეკონომიკური განათლების მქონე სპეციალისტები, პროფესიული პროგრამების კურსდამთავრებულები, ტექნიკოსები და ელექტრომემონტაჟეები.
სატრენინგე კურსის მიზანი და ამოცანები:
• მზის ენერგიის გამოყენების სისტემების შესახებ საერთო წარმოდგენის შექმნა,
• მზის კოლექტორებისა და პანელების მუშაობის პრინციპებისა და ტექნიკური აღჭურვილობის გაცნობა,
• მზის კოლექტორებისა და პანელების მონტაჟის მოთხოვნების შესწავლა და პრაქტიკული უნარების გამომუშავება,
• მზის კოლექტორებისა და პანელების ექსპლუატაციის, მონიტორინგის და პრობლემების აღმოფხვრის შესწავლა.
ტრენინგ-კურსები ხორციელდება პროექტის „მზის ენერგიის გამოყენებას - ახალი პროფესიული კადრები“ ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს პროექტის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ (ISWD) მიერ. პროექტი „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისათვის“ დაფინანსებულია აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ, ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული კომპაქტის ფარგლებში.
კურსები ჩატარდება 2017 წლის 5-6 დეკემბერს, აწსუ ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციების დეპარტამენტში (ქუთაისი, ახალგაზრდობის გამზირი N98).
ტრენინგზე დასწრების მსურველები გადადით ლინკზე და შეავსეთ ანკეტა