სამშაბათს, 2017 წლის 5 დეკემბერს 15:00 საათზე გეპატიჟებით აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ „კარიერის დღეზე“, რომელიც ხორციელდება ჩეხეთის მთავრობის მხარდაჭერით „განათლების ხარისხის გაუმჯობესება აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში“ პროექტის ფარგლებში. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პარტნიორი ლიდერი სახელმწიფო, კერძო და არასამთავრობოორგანიზაციები და წარმატებული ადამიანები. ამ დღეს მოეწყობა საინფორმაციო კუთხეები, გაცნობითი ხასიათის შეხვედრები, პრეზენტაციები და დისკუსიები. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცემათ შეხვდნენ რეალურ დამსაქმებლეს და მიიღონ მათგან ინფორმაცია პრაქტიკასთან და/ან დასაქმებასთან დაკავშირებით.