სტუდენტთა კარიერული მხარდაჭერის ცენტრი გთავაზობთ ვაკანსიას სს „საქართველოს ბანკის“ გაყიდვების კონსულტანტის თანამდებობაზე

სტუდენტთა კარიერული მხარდაჭერის ცენტრი გთავაზობთ ვაკანსიას სს „საქართველოს ბანკის“ გაყიდვების კონსულტანტის თანამდებობაზე, შემდეგ რეგიონებში: ქუთაისი, ვანი, ბაღდათი.

ანაზღაურება: ფიქსირებული 300 ლარი, დამატებით ყოველთვიური ბონუსი.

ძირითადი მოვალეობები:
• სერვისცენტრში შემოსულ მომხმარებლებთან პირველადი გასაუბრება პროდუქტების შეთავაზება და კონსულტაციის გაწევა, საჭიროების შემთხვევაში გადამისამართება;
• დისტანციურ საბანკო პროდუქტებსა და მომსახურებასთან დაკავშირებით კონსულტაციების გაწევა;
• რიგების მართვა; რიგში მდგარი მომხმარებლებისთვის დისტანციური სერვისების (ინტერნეტბანკი, Express Pay-ს აპარატი ან ბანკომატი) შეთავაზება;

შერჩევის საკონკურსო პროცედურა:
1. პირველი ეტაპი – ჯგუფური გასაუბრება;
2. მეორე ეტაპი – ინდივიდუალური გასაუბრება;

კონკურსში მონაწილეობის მსურველებს გთხოვთ მობრძანდეთ პრეზენტაციაზე და გასაუბრებაზე, რომელიც გაიმართება აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, პირველ კორპუსში 1113 აუდიტორიაში 12 დეკემბერს 14:30 საათზე.