მ/წლის 8 დეკემბერს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნა სამეცნიერო კონფერენცია თემაზე - „ადამიანი, საზოგადოება, სამყარო“ ჯემალ ქარჩხაძის შემოქმედების მიხედვით. კონფერენციის მოდერატორი და მომხსენებელი მამუკა ბერიაშვილი იყო. კონფერენციაზე სტუმრის სტატუსით იმყოფებოდნენ და მონაწილეებს მიესალმნენ იმერეთის რწმუნებული-გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე და ვიცე-გუბერნატორი იოსებ ხახალეიშვილი.
კონფერენცია ორდღიანია და აწსუ პროფესორ-მასწავლებლეთან ერთად მომხსენებელთა შორის არიან: თსუ-ს შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი, კასელისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი, ბონისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები, მაგისტრები და ლიტერატურის კრიტიკოსი, ფილოლოგიის დოქტორი კახა ჯამბურია.
კონფერენციის დასასრულს გაიმართება შემაჯამებელი სხდომა და დისკუსია.