სლოვენიის რესპუბლიკის მთავრობამ საქართველოს მოქალაქეებისთვის გამოყო 1 სტიპენდია სამაგისტრო პროგრამისთვის. სტიპენდია ფარავს სწავლის ხარჯს წელიწადში მაქსიმუმ 5000 ევროს და საცხოვრებელ და ყოველდღიურ ხარჯებს თვეში 700 ევროს ოდენობით. დეტალური ინფორმაცია აღნიშნული პროგრამის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ მითითებულ ვებ–გვერდზე: http://www.sklad-kadri.si/en/calls-for-applications-and-news/front-page/call-for-application/n/scholarships-for-citizens-of-georgia-for-study-in-the-republic-of-slovenia-based-on-development-agre/
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2018 წლის 30 მაისი.
წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა:
* სააპლიკაციო ფორმა
* სამოტივაციო წერილი
* ბაკალავრის აკადემიური ხარისხის დიპლომი და დიპლომის დანართი
* CV
* რეკომენდაცია