ა.წ. 11-13 დეკემბერს, „ნოუ ჰაუ ტრენინგ ცენტრისა“ და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინიციატივით ჩატარდა ტრენინგი თემაზე: "რაოდენობრივი კვლევის მეთოდები სოციალურ მეცნიერებებში". ტრენინგს უძღვებოდა ამერიკელი პროფესორი როის ჯეფერსონ ჯორჯი. ტრენინგი დაფინანსდა საქართველოში აშშ-ის საელჩოს დემოკრატიის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში.
ტრენინგი მოიცავდა კომპიუტერული პროგრამების/აპლიკაციების მეშვეობით რაოდენობრივი კვლევის მეთოდების გამოყენებას, პრაქტიკულ რჩევებსა და რეკომენდაციებს. მონაწილეებმა თავად აწარმოეს სხვადასხვა სტატისტიკური ანალიზები Excel-ისა და SPSS-ის პროგრამების მეშვეობით. ტრენინგს 24 მონაწილე ესწრებოდა.
თანამშრომლობა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და „ნოუ ჰაუ ტრენინგ ცენტრს “ შორის რამოდენიმე წარმატებულ პროექტს ითვლის.
ტრენინგის დასრულების შემდეგ აკაკი წერეთლის სახელმწფო უნივერსიტეტის რექტორი შეხვდა „ნოუ ჰაუ ტრენინგ ცენტრის“ ხელმძღვანელს დავით დარსაველიძეს და პროფესორ როის ჯეფერსონ ჯორჯს. საინტერესო სამომავლო პერსპექტივები დაისახა შემდგომი თანამშრომლობისათვის.