ლატვიის მთავრობა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის აცხადებს სტიპენდიებს 2018-2019 სასწავლო წლისათვის. პროგრამა განკუთვნილია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისათვის.
კონკურსი სტიპენდიების მოსაპოვებლად გამოცხადებულია 2018 წლის 1 აპრილამდე. დეტალური ინფორმაცია განთავსებულია განათლების განვითარების სახელმწიფო სააგენტოს ვებ-გვერდზე: http://viaa.gov.lv/scholarships
საკონტაქტო ელ-ფოსტაა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.