ძვირფასო მეგობრებო,
გაცნობებთ, რომ 2018 წლის 23 იანვარს, 14 საათზე გაიმართება აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2018-2024 წლების სტრატეგიული გეგმის პროექტის განხილვა უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალთან. დარეგისტრირებული მონაწილეების რაოდენობის გათვალისწინებით, მოხდება შეხვედრის ჩატარების ადგილის დაზუსტება. რეგისტრაციისათვის გადადით ბმულზე: სარეგისტრაციო ბმული
გთხოვთ, თქვენი შენიშვნები და მოსაზრებები დააფიქსიროთ რეგისტრაციისას, რაც მოგვცემს საშუალებას მოვახდინოთ შეხვედრის თქვენს სურვილებსა და შეხედულებებზე ორიენტირება. შეგიძლიათ წინასწარ გაეცნოთ სტრატეგიული გეგმის პროექტს: 2018-2024 წლების სტრატეგიული გეგმის პროექტი