იერუსალიმის ებრაული უნივერსიტეტის სოფლის მეურნეობის მეცნიერებების საერთაშორისო სკოლის მიერ ცხადდება მიღება სამაგისტრო პროგრამებზე

იერუსალიმის ებრაული უნივერსიტეტის სოფლის მეურნეობის მეცნიერებების საერთაშორისო სკოლა აცხადებს მიღებას სამაგისტრო პროგრამებზე განვითარების პრაქტიკის (MDP), მეცნიერების, მევენახეობისა და მეღვინეობის მიმართულებით. განვითარების პრაქტიკის სამაგისტრო პროგრამაზე (MPD) განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2018 წლის 1 აგვისტო. იმ პირებს ვისაც სურთ მეცნიერებების მიმართულებით სამაგისტრო პროგრამისათვის სრული და ნაწილობრივი დაფინანსების მოპოვება, განაცხადი უნდა წარადგინონ 2018 წლის 1 მარტამდე, ხოლო ის დაინტერესებული პირები, რომლებიც თავად აფინანსებენ სწავლის ხარჯებს, განაცხადი უნდა გააკეთონ 2018 წლის პირველ ივნისამდე.

დაწვრილებითი ინფორმაცია პროგრამების შესახებ ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: 

http://intschool.agri.huji.ac.il/master-development-practice-mdp

იხილეთ ფაილი 1

იხილეთ ფაილი 2

იხილეთ ფაილი 3