სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრი, საფრანგეთის საელჩო საქართველოში და კამპუსს ფრანსი ერთობლივად დააფინანსებენ პროგრამის ფარგლებში გამარჯვებულ კონკურსანტებს. სწავლის დასრულების შემდგომ კურსდამთავრებულები საქართველოში დაბრუნდებიან და მოღვაწეობას განაგრძობენ სპეციალობის შესაბამის სფეროში 3 წლის ვადით. ასევე, ცენტრის მიერ შეთავაზების შემთხვევაში ითანამშრომლებენ საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან.
2018- 2019 სასწავლო წელს პროგრამის განხორციელების შედეგად 17 სტიპენდია გაიცემა როგორც ფრანგულენოვან, ასევე ინგლისურენოვან პროგრამებზე პრიორიტეტულად განსაზღვრული მიმართულებით მაგისტრის ხარისხის მოსაპოვებლად.
ელ. განაცხადები მიიღება 2018 წლის 22 იანვრიდან - 22 თებერვლის ჩათვლით (19:00 საათამდე).
საკონკურსო განაცხადების და შესაბამისი დოკუმენტაციის (მათ შორის, უცხო ენაზე შედგენილი) წარდგენა ხდება ელექტრონულ მისამართზე - www.iec.gov.ge, ელექტრონული განაცხადის შევსების გზით.
სასტიპენდიო პროგრამის „სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში“ ფარგლებში 2018-2019 სასწავლო წლისათვის პრიორიტეტულად განისაზღვრა შემდეგი პროგრამული მიმართულებები/დარგთაშორისი მიმართულებები/სპეციალობები:
აგრარული მეცნიერებანი;
განათლება;
ინჟინერია;
მეცნიერება/საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი;
სოციალური მეცნიერებები;
ჰუმანიტარული მეცნიერებანი;
სამართალი;
არქიტექტურა;
საჯარო მმართველობა;
მენეჯმენტი.
იხილეთ ბმული:http://iec.gov.ge/4314