ლატვია 2018/19 აკადემიური წლებისთვის აცხადებს სასტიპენდიო პროგრამას უმაღლესი განათლების სამი საფეხურის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის. ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურებისთვის ყოველთვიური სტიპენდია შეადგენს 500 ევროს, დოქტორანტებისთვის - 670 ევროს, ხოლო მკლევარებისთვის -300 ევროს (+30 ევრო ყოველდღიურად). აპლიკაციის შეტანა შესაძლებელია მ/წ 1 თებერვლიდან 1 აპრილის ჩათვლით. სტიპენდიის მოსაპოვებლად აპლიკანტმა სააპლიკაციო განაცხადი უნდა გააგზავნოს ლატვიის განათლების განვითარების სახელმწიფო სააგენტოში ონლაინ ვებ-გვერდის საშუალებით http://www.viaa.gov.lv/scholarships
ლატვიის განათლების განვითარების სახელმწიფო სააგენტო გამოაცხადებს ასევე საზაფხულო კურსს, რომელიც 1 მარტს გამოქვეყნდება ამავე ვებ-გვერდზე.