2018 - აწსუ - საიუბილეო წელი

2018 წლის 13 თებერვალს, 13.00-სთ-ზე, აწსუ-ს სამკითხველო დარბაზში გაიმართა პროფესორ სულხან კუპრაშვილის საჯარო ლექცია თემაზე ,,აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სათავეებთან,’’ რომელიც მიეძღვნა უნივერსიტეტის დაარსების 85 წლის იუბილეს. ლექციის დასასრულს ჩატარდა დოკუმენტური ფილმის ,,აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი’’ (რეჟ. გოდერძი შარაშია) საპრემიერო ჩვენება.
აწსუ-ს 85-ე საიუბილეო წლის აღნიშვნა 13 თებერვალს დაიწყო და 23 ნოემბერს, გიორგობის დღესასწაულზე გალა-კონცერტით და ალბომის ,,აწსუ-85’’ პრეზენტაციით დასრულდება.