კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის (I (II სემესტრის), II, III კურსის), მაგისტრატურის, დოქტორანტურის სტუდენტებს და აკადემიურ პერსონალს.
აუცილებელი მოთხოვნაა თურქული ენის ცოდნა (B1 დონე).
მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა:
სტუდენტები: 2018/2019 სასწავლო წელი - 1 სემესტრი (4 თვე)
აკადემიური პერსონალი: 2018/2019 სასწავლო წელი - სალექციო კურსი 7 დღიდან - 3 თვემდე
საჭირო დოკუმენტები სტუდენტებისათვის:
1. შევსებული სააპლიკაციო ფორმა იხ.: http://portal.kafkas.edu.tr/mevlana/gelenOgrenci.aspx
2. ნიშნების ფურცელი თურქულ ან ინგლისურ ენაზე (GPA ქულები ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის - 2.5/4.0, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისათვის - 3.0/4.0)
3. ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი
აკადემიური პერსონალისათვის:
1. შევსებული სააპლიკაციო ფორმა იხ.: http://portal.kafkas.edu.tr/mevlana/gelenPersonel.aspx
2. CV
3. პორტფოლიო (სამეცნიერო კვლევების ჩათვლით)
განაცხადების მიღება იწარმოებს 2018 წლის 25 თებერვლის ჩათვლით აწსუ საგარეო ურთიერთობათა და განვითარების სამსახურში III კორპუსი, V სართული, ოთახი 3504)