სლოვაკეთის სტიპენდიები უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის

სლოვაკეთის რესპუბლიკის ეროვნული სტიპენდიის პროგრამა, 2018/2019 აკადემიური წლისთვის, აცხადებს სტუდენტების, მკვლევარებისა და ლექტორების მიღებას სლოვაკეთის რესპუბლიკის უნივერსიტეტებში და კვლევით დაწესებულებებში.

აღნიშნული პროგრამით გათვალისწინებული სტიპენდიის მისაღებად საჭიროა ონლაინ რეჟიმში ელექტრონული აპლიკაციის შევსება და გაგზავნა არაუგვიანეს მიმდინარე წლის  30 აპრილისა.

აღნიშნული აპლიკაცია და სტიპენდიებთან დაკავშირებული დამატებითი დეტალები ხელმისაწვდომია შემდეგ ვებ გვერდზე: www.scholarships.sk

2018/2019 აკადემიური წლის განმავლობაში (ზაფხულის სემესტრი) სტიპენდიის მიღების მსურველებმა ონლაინ აპლიკაცია უნდა შეავსონ და გააგზავნონ  არაუგვიანეს 2018 წლის 31 ოქტომბრისა