2018 წლის 2 მარტს, აწსუ-ს სააქტო დარბაზში ჩატარდა ქალთა დღესასწაულებისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომლითაც აწსუ-ს ადმინისტრაციამ ყველა ქალბატონ თანამშრომელს 3 და 8 მარტი მიულოცა. სპეციალურად ამ დღეების აღსანიშნავად მოწვეული იყვნენ ცნობილი მსახიობი მურმან ჯინორია და მომღერალი ლაშა ღლონტი.
მურმან ჯინორიამ წარადგინა მონო-სპექტაკლი ,,ქარი მწყურია მე, პირდაპირი“, ხოლო ლაშა ღლონტმა შეასრულა სიმღერები, მიძღვნილი გაზაფხულისა და ქალბატონებისადმი.
უნივერსიტეტის თანამშრომელ ქალბატონებს დღესასწაულები მიულოცა აწსუ-ს რექტორმა, ბ-ნ. გიგა ღავთაძემ.
აწსუ-ს ადმინისტრაციის მიერ გაზაფხულის დღესასწაულების აღნიშვნა ტრადიციულია. თემატურ და მიზნობრივ ღონისძიებებს უნივერსიტეტი პერიოდულად ანხორციელებს.