2018 წლის 2 მარტს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა პროფესორ გიორგი მჭედლიძის დაბადებიდან 90 და სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობის 70 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო. ღონისძიება აწსუ რექტორის მოადგილემ შალვა კირთაძემ გახსნა და გიორგი მჭედლიძის ღვაწლსა და სამეცნიერო საქმიანობაზე ისაუბრა. აწსუ პროფესორმა სულხან კუპრაშვილმა წაიკითხა მოხსენება თემაზე -„გიორგი მჭედლიძის ცხოვრება და მოღვაწეობა“. დასასრულს გაიმართა პროფესორ გიორგი მჭედლიძის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე გადაღებული ფილმის საპრემიერო ჩვენება.