მ/წლის 13 მარტს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორატმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები გააფორმა ქუთაისში არსებულ კერძო და საჯარო სკოლებთან.
ღონისძიებას აწსუ რექტორი გიორგი ღავთაძე, რექტორის მოადგილე - შალვა კირთაძე, პედაგოგიური ფაკულტეტის დეკანი - ვლადიმერ ადეიშვილი, პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები, დასავლეთ საქართველოს საგანმანათლებლო რესურსცენტრების ხელმძღვანელები და ქუთაისში არსებული საჯარო/კერძო სკოლების დირექტორები დაესწრნენ.
მემორანდუმის ფარგლებში, აწსუ პედაგოგიური ფაკულტეტის სტუდენტები პრაქტიკას გაივლიან ქუთაისის საჯარო/კერძო სკოლებში.
ღონისძიებაზე, აწსუ FAB LAB-ის მენეჯერებმა წარადგინეს პროექტი "ვირტუალური რეალობის გამოყენება სასწავლო პროცესში". აღნიშნული პროექტის ფარგლებში, პირველად საქართველოში, ქუთაისის # 31 საჯარო სკოლაში, VR-ის გამოყენებით, ჩატარდა თანამედროვე ბიოლოგიის გაკვეთილი.