ყოველწლიურად იზრდება იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც საკუთარი სურვილის მიხედვით დამოუკიდებლად და თავისუფლად ირჩევენ სამუშაო დროს, ადგილს, სივრცესა და ფორმას.
თავისუფლებამოყვარული სამუშაოს მაძიებლებს ყველაზე ხშირად ამ ორ პლათფორმაზე - Freelancer.com- ზე ან Upwork.com- ზე შეხვდებით.
სწორედ, ალტერნატიული დასაქმების გზებსა და Freelancer-ებზე სასაუბროდ, 2018 წლის 29 მარტს კურსდამთავრებულთა ქსელმა ლევან გვენცაძეს უმასპინძლა.
გამოცდილმა ფრილანსერმა შეხვედრის მონაწილეებს გაუზიარა ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება განავითარონ საერთაშორისო ბაზარზე პირადი კარიერა, მოიპოვონ ნდობა და ააშენონ რეპუტაცია კონკურენტული უპირატესობისა და შეკვეთების მისაღებად.