მიმდინარე წლის 30 მარტს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მწვანე დარბაზში გაიმართა სემინარი თემაზე „შრომითი კარიერა და სამუშაოს ძებნის მექანიზმები“. სემინარი განახორციელა სტუდენტთა მხარდაჭერისა და განვითარების სერვისების, სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა კარიერული ხელშეწყობის კოორდინატორმა და ტრენერმა ანა ტყეშელაშვილმა.
სემინარს ესწრებოდნენ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უივერსიტეტის სტუდენტები და კურსდამთავრებულები.