შეხვედრა „ევროპის დღეები 2018“-ის ფარგლებში

მ/წლის 2 მაისს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში,  „ევროპის დღეები 2018“-ის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე - თამარ ხულორდავა, ამავე კომიტეტის წევრი - გიორგი კანდელაკი, ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი - გენადი მარგველაშვილი, ავსტრიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში - არად ბენკო, ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში - ჯოს დოუმა აწსუ რექტორს გიორგი ღავთაძეს, აკადემიურ პერსონალს და სტუდენტებს შეხვდნენ

შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს საგარეო პრიორიტეტები, საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის პროცესი, საქართველოს ევროპული პერსპექტივები. შეხვედრის დასასრულს გაიმართა დისკუსია.