მ/წლის 4 მაისს, იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენელი ლანა მორგოშია, USAID-ის სახელმწიფო მართვის პროგრამის მენეჯერი დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა (GGI) საქართველოში - მიხეილ დარჩიაშვილი და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი - ზაალ გორგიძე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს და სტუდენტებს შეხვდნენ საჯარო დისკუსია „ღია მმართველობა - მიღწევები და გამოწვევები, სამოქმედო გეგმა 2018-2019“-ის ფარგლებში.
შეხვედრაზე განიხილეს ღია მმართველობა საქართველოს პრიორიტეტული მიმართულებები, მიღწევები, 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმის სავარაუდო ვალდებულებები.
ღონისძიების დასასრულს გაიმართა დისკუსია.