აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტმა გააფორმა ERASMUS+-ის ხელშეკრულება ჰაინრიხ ჰაინის სახელობის დიუსელდორფის უნივერსიტეტთან (გერმანია), რაც საშუალებას აძლევს ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტებს, აკადემიურ/ადმინისტრაციულ პერსონალს, მონაწილეობა მიიღოს ევროკომისიის მიერ დაფინანსებულ ERASMUS+-ის გაცვლით პროგრამებში და მოიპოვოს სტიპენდია პარტნიორ უნივერსიტეტში.