აწსუს სტუდენტები დასაქმების ფორუმზე

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა კარიერული განვითარების სერვისის ორგანიზებით, სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს დასაქმების ფორუმში, რომელიც გაიმართა 2018 წლის 18 მაისს ქ. ბათუმში.
აწსუ-ს სტუდენტებმა დიდი დაინტერესება გამოხატეს ღონისძიების მიმართ, გაეცვნენ დასავლეთ საქართველოში მიმდინარე ვაკანსიებსა და დასაქმების შესაძლებლობებს და წარუდგინეს თავიანთი თავი პოტენციურ დამსაქმებლებს.