დასაქმების ფორუმი

აწსუ-ს კარიერული განვითარების სერვისი გიწვევთ სს "კრედო ბანკი"-ს მასშტაბურ დასაქმების ფორუმზე ქუთაისში.
თქვენ მოგეცემათ შანსი ადგილზე გაიაროთ გასაუბრების პირველი ეტაპი და გაეცნოთ კრედო ბანკს, როგორც დამსაქმებელს.
აგრეთვე კრედო ბანკის HR დეპარტამენტი გთავაზობთ მასტერკლასს თემაზე: „როგორ მოვახდინოთ ეფექტური შთაბეჭდილება დამსაქმებელზე?“
სადაც გაეცნობით CV შედგენის სპეციფიკას და გასაუბრებაზე ეფექტურად თავის წარმოჩენის ხერხებს.
მობრძანდით ოთხშაბათს 30 მაისს, 12:00 საათზე, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობისსახელწიფო უნივერსიტეტში მისამართი: ქ. ქუთაისი თამარ მეფის ქ. „მწვანე დარბაზი“, სართული 1, შეხვდით პირადად კრედო ბანკის წარმომადგენლებს და ადგილზე მიიღეთ ინფორმაცია იმერეთის რეგიონში (ქუთაისი, ვანი, ხონი, ზესტაფონი, თერჯოლა, ბაღდათი საჩხერე, ჭიათურა) დასაქმების შესაძლებლობაზე.
შეხვედრის მიზანია ჩატარდეს ინტერაქციული ტიპის შეხვედრა, სადაც საუბსრი იქნება, როგორც კრედო ბანკში დასაქმების და კარიერული განვითარების შესაძლებლობაზე, ასევე იმაზე თუ რა უნდა გაითვალისწინოს სამუშაოს მაძიებელმა დამსაქმებელთან კომუნიკაციის დროს.
არ გაუშვათ დასაქმების შესაძლებლობა ხელიდან!!!!