საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აკაკი წერეთლის
სახელმწიფო უნივერსიტეტის
რექტორის ბრძანება № 01-04/19
ქ. ქუთაისი 22 მაისი 2018 წელი
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რიგ ფაკულტეტებზე ტუტორთა პოზიციის დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 27 თებერვალის N58(17/18) დადგენილების შესაბამისად, ვბრძანებ:
1. გამოცხადდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რიგ ფაკულტეტებზე ტუტორთა პოზიციის დასაკავებლად შესაბამისი კონკურსი (დანართი 1 თან ერთვის).
2. ცნობად იქნეს მიღებული, რომ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტუტორთა პოზიციის დასაკავებლად საკონკურსო პირობები, კერძოდ, კონკურსანტის განცხადების ფორმა (დანართი 2 თან ერთვის), კონკურსანტის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტთა ნუსხა (დანართი 3 თან ერთვის), განსაზღვრულია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 27 თებერვალის N58(17/18) დადგენილების შესაბამისად (დანართი 4 თან ერთვის).
3. საკონკურსო დოკუმენტების (საბუთების) მიღება განხორციელდეს 2018 წლის 01 ივნისიდან 2018 წლის 14 ივნისის ჩათვლით. საკონკურსო დოკუმენტების (საბუთების) მიღება იწარმოებს ყოველდღიურად 10:00 საათიდან - 16:00 საათამდე (უქმე და დასვენების დღეების გარდა) შემდეგ მისამართზე: ქ. ქუთაისი, თამარ მეფის ქუჩა №59, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსი, მე-1 სართული, ოთახი # 1107.
4. კონკურსი ჩატარდეს 2018 წლის 15 ივნისიდან 2018 წლის 22 ივნისის ჩათვლით.
5. ამ ბრძანებით განსაზღვრულ ტუტორთა კონკურსში, კანდიდატები შეირჩევიან 1 სასწავლო წლის ვადით - 2018 წლის 15 სექტემბრიდან 2019 წლის 20 ივლისამდე.
6. ბრძანება განთავსდეს უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე ღიად მისი საჯაროობისა და დაინტერესებულ პირთათვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით.
7. უნივერსიტეტის მარკეტინგის, პროექტებისა და ღონისძიებების მართვის სამსახურმა ეს ბრძანება განათავსოს უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე.
8. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
უნივერსიტეტის რექტორი გიორგი ღავთაძე