გამომცემლობა არის „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონის საფუძველზე შექმნილი უნივერსიტეტის საგამომცემლო დაწესებულება, რომელიც თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს „უმაღლესი განათლების შესახებ“, საქართველოს კანონებით, უნივერსიტეტის წესდებით და სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტებით.
გამომცემლობის ფუნქციონირების ძირითადი პრინციპებია:
ა) ავტორებისათვის ხელმისაწვდომობა და შეუზღუდველობა;
ბ) ოპერატიულობა;
გ) ავტორთა თანასწორუფლებიანობა;
დ) პოლიტიკური და რელიგიური ნეიტრალიტეტი.
უნივერსიტეტის გამომცემლობის მიზანია:
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონითა და უნივერსიტეტის წესდებით დადგენილი უნივერსიტეტის მიზნების მიღწევის ხელშეწყობა და კომპეტენციის ფარგლებში მათი განხორციელების უზრუნველყოფა;
უნივერსიტეტის გამომცემლობის ამოცანებია:
- ხელი შეუწყოს უნივერსიტეტის განათლების დონის ზრდას მაღალი ხარისხის პუბლიკაციების, წიგნებისა და სახელმძღვანელოების გამოცემებით, რაც თავის მხრივ, განავითარებს კარგ სასწავლო გარემოს.
- სტუდენტისათვის და ზოგადად მკითხველისათვის შექმნას ღირებული პროდუქტი. აქტიური მონაწილეობა მიიღოს სასწავლო პროცესის წარმატებულად წარმართვაში.
- დაამზადოს სასწავლო პროცესისათვის საჭირო ყველანაირი დოკუმენტი მაღალ პოლიგრაფიულ დონეზე.
- გამოსცეს უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევების შედეგები.
- გამოცემების უმრავლესობა წარმოდგენილი იქნება ბეჭდური სახით, ისეთ სფეროებში, როგორიცაა: ეკონომიკური, ჰუმანიტარული, ტექნიკური, ტექნოლოგიური, აგრარული, სამედიცინო და საზოგადოებრივი მეცნიერებები.
უნივერსიტეტის გამომცემლობას ხელმძღვანელობს დირექტორი. გამომცემლობის დირექტორს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს უნივერსიტეტის რექტორი.
# |
სახელი გვარი |
თანამდებობა |
1 |
მალხაზ დოგრაშვილი |
დირექტორი |
2 |
პაატა ჭეიშვილი |
რედაქტორი |
3 |
შორენა ხუნდაძე |
გრაფიკოს დიზაინერი |
4 |
ირმა ნასარიძე |
ამწყობი ოპერატორი |
5 |
ლეონიდე იობაძე |
ოპერატორი |
6 |
ნინო ხვადაგიანი |
ოპერატორი |
7 |
ნინო ბაკურაძე |
სტილისა და კორექტურის კოორდინატორი |
8 |
ბადრი კირთაძე |
ტექნიკური კოორდინატორი |
9 |
ალექსანდრე გაგოშიძე |
ტექნიკური კოორდინატორი |
10 |
ჟულიეტა ჩოგოვაძე |
ტექნიკური კოორდინატორი |
11 |
სალომე ჩოგოვაძე |
ტექნიკური კოორდინატორი |
12 |
ნესტან კუტივაძე |
მთავარი რედაქტორი |
13 |
ოთარ ნიკოლეიშვილი |
პასუხისმგებელი მდივანი |
14 |
გელა ხარშილაძე |
სტილისა და კორექტურის კოორდინატორი |
15 |
გია ხოფერია |
მთავარი რედაქტორი |
16 |
ლელა ჩოგოვაძე |
რედაქტორის მოადგილე |
17 |
თამარ გუმბერიძე |
კორესპონდენტი |
2. აწსუ გაზეთი
3. აწსუ ისტორია
4. ქართველური მემკვიდრეობა
5. პედაგოგიური ფაკულტეტის შრომები
6. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის შრომები
7. საინჟინრო ტექნიკური ფაკულტეტის შრომები
8. საინჟინრო ტექნოლოგიური ფაკულტეტის შრომები