ემერიტუსის აკადემიური წოდების მისანიჭებლად წარმოდგენილი დოკუმენტაციის გადამოწმების მიზნით შეიქმნას სპეციალური კომისია შემდეგი შემადგენლობით: პროფ. ნესტან კუტივაძე, პროფ. როლანდ კოპალიანი, პროფ. თემურ ღვინიანიძე;
დოკუმენტების წარმოდგენის ბოლო ვადად განისაზღვროს 31 აგვისტო. საბუთების განხილვა მოხდეს დაუყოვნებლივ. შედეგები დამტკიცდეს 3 სექტემბერს აკადემიური საბჭოს სხდომაზე.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ტექნოლოგიური ფაკულტეტის საბაკალავრო-საგანმანათლებლო პროგრამის - „ინტერიერისა და ტექსტილის დიზაინი“ დამტკიცდეს თანდართული ფორმით (დანართი CD-დისკის სახით)
დადგენილება №112(17/18) სსიპ - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რიგ ფაკულტეტებზე აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების მიზნით ვაკანტური თანამდებობების შეთანხმების შესახებ