„სსიპ – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 9 სექტემბრის N132/ნ ბრძანებით დამტკიცებული წესდების მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭო ადგენს:
1. სსიპ - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნას პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი.
2. დადგენილება საჯარო გაცნობის მიზნით გამოიკრას თვალსაჩინო ადგილას და განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
3. დადგენილების განთავსება თვალსაჩინო ადგილას (მათ შორის ფაკულტეტების საინფორმაციო დაფებზე) დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4.დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.