კორეის განვითარების ინსტიტუტის საჯარო პოლიტიკისა და მართვის სკოლა (KDI School of Public Policy and Management) უცხო ქვეყნის მოქალაქეებს სტავაზეობს სამაგისტრო პროგრამებს.
პროგრამები ფინანსდება კორეის საერთაშორისო განათლების ეროვნული ინსტიტუტის (NIIED – National Institute for International Education) მიერ კორეის სამთავრობო სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში (KGSP – Korean Government Scholarship Program), რომელიც სტუდენტებს სთავაზობს სწავლისა და ავიაბილეთების საფასურის სრულ ანაზღაურებას და ყოველთვიურ სტიპენდიებს.
• საჯარო პოლიტიკის მაგისტრი – Master of Public Policy (MPP)
• განვითარების პოლიტიკის მაგისტრი – Master of Development Policy (MDP)
• საჯარო მართვის მაგისტრი – Master of Public Management (MPM)
განაცხადი უნდა გადაიგზავნოს როგორც ელექტრონული: https://apply.kdischool.ac.kr/
ასევე მატერიალური სახით კორეის განვითარების ინსტიტუტის საჯარო პოლიტიკისა და მართვის სკოლაში შემდეგ მისამართზე: The Office of Admissions KDI School of Public Policy and Management 263 Namsejong-ro, Sejong, 30149 Republic of Korea.
განაცხადების მიღების ვადა იწურება 2018 წლის 16 მარტს, ხოლო განაცხადების განხილვის შედეგები ცნობილი გახდება მ/წ ივნისის ბოლოს.
დანართის სახით იხილეთ დამატებითი ინფორმაცია აღნიშნული პროგრამების შესახებ.