ცხადდება კონკურსი ევროკომისიის მიერ დაფინანსებული Erasmus+ის პროგრამის სტიპენდიის მოსაპოვებლად გრანადის უნივერსიტეტში, ესპანეთი

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ აკაკი წერეთლის სახელემწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს.
სწავლების ენა - ესპანური (მინ. B1), შესაძლებელია რამდენიმე ინგლისურენოვანი საბაკალავრო კურსისა და სამაგისტრო პროგრამის არჩევა.
მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა: 2018/2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი - 5 თვე.
საბუთების მიღების პროცედურა:
1. დანართში მითითებული საბუთების წარმოდგენა აწსუ საგარეო ურთიერთობათა და სტრატეგიული განვითარების სამსახურში 2018 წლის 14 მაისამდე
2. ონლაინ აპლიკაციის შევსება შესაძლებელია 2018 წლის 15 მაისამდე შემდეგ მისამართზე:
https://oficinavirtual.ugr.es/apli/intercambio/alumnos_in/index.html

დამატებითი ინფორმაცია და წარმოსადგენი დოკუმენტების სია იხილეთ დანართში
ან მიმართეთ აწსუ საგარეო ურთიერთობათა და განვითარების სამსახურს
(III კორპუსი, V სართული, ოთახი 3504)