ცხადდება კონკურსი ევროკომისიის მიერ დაფინანსებული Erasmus+ის პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად ფრიდრიხ შილერის სახელობის იენის უნივერსიტეტში, გერმანია

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს, აკადემიურ /ადმინისტრაციულ პერსონალს.
სპეციალობები: ეკონომიკა, გერმანული ლიტერატურა და ლინგვისტიკა, კავკასიოლოგია და სლავისტიკა, გერმანული როგორც უცხო ენა, ბიოლოგია, არქეოლოგია და ანტიკური მეცნიერებები.
აუცილებელი მოთხოვნაა გერმანული ენის ცოდნა (B2 სტუდენტები, C1 აკადემიური პერსონალი).
მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა:
სტუდენტები: 2018/2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი - 5 თვე
აკადემიური პერსონალი (ლექციების წაკითხვა): 2018/2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი - 9 დღე
ადმინისტრაციული პერსონალი: 2018/2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი - 9 დღე
საჭირო დოკუმენტები:
1. CV (https://europass.cedefop.europa.eu/de/documents/curriculum-vitae)
2. პასპორტის ან პირადობის მოწმობის ასლი
3. სამოტივაციო წერილი
4. ნიშნების ფურცელი
5. ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი
6. პუბლიკაციების ჩამონათვალი (აკადემიური პერსონალისა და დოქტორანტებისათვის)
7. სტუდენტის ცნობა/ცნობა სამუშაო ადგილიდან
8. სასწავლო ხელშეკრულება (სტუდენტებისათვის), სამუშაო გეგმა (აკად./ადმინ. პერსონალისათვის)
9. თანხმობის წერილი იენის უნივერსიტეტის შესაბამისი დეპარტამენტიდან (აკად./ადმინ. პერსონალისათვის)
საბუთების მიღება იწარმოებს 2018 წლის 14 მაისამდე აწსუ საგარეო ურთიერთობათა და სტრატეგიული განვითარების სამსახურში
დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ: http://www.uni-jena.de/en/guest_studies.html
ან მიმართეთ აწსუ საგარეო ურთიერთობათა და განვითარების სამსახურს (III კორპუსი, V სართული, ოთახი 3504)