slider slider

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
I საერთაშორისო სამეცნიერო–პრაქტიკული ინტერნეტ-კონფერენცია

"თანამედროვე ფარმაცია – მეცნიერება და პრაქტიკა"

ძებნა

0

სტატია

0

სტატიის ავტორი

0

გამოცემა

მოთხოვნები სტატიის გაფორმებისათვის

  • სტატია წარმოდგენილი უნდა იყოს A4 ფორმატზე ტექსტურ რედაქტორ Word-ში;
  • არეები: ზედა – 20 მმ; მარცხენა – 30 მმ; მარჯვენა - 20 მმ; ქვედა - 20მმ.
  • გამოყენებული შრიფტი: ქართული სტატიისათვის Sylfaen. რუსული და ინგლისური სტატიებისთვის Times New Roman. სტრიქონთაშორისი ინტერვალი-1,5;
  • სტატიაში ფორმულები აკრებილი უნდა იყოს ფორმულების რედაქტორ Equation-ში;
  • ნახაზები და საილუსტრაციო მასალები ტექსტში ჩასმული უნდა იყოს JPEG ან BMP ფორ-მატით;
  • პირველ სტრიქონზე უნდა დაიბეჭდოს სტატიის სათაური (14 Pt, Bold);
  • სტრიქონის გამოტოვებით - ავტორ(ებ)ის გვარი და ინიციალები (13 Pt, Bold) ;
  • მომდევნო სტრიქონზე ორგანიზაციის სრული დასახელება (12 Pt, Bold, სტატიაში სხვა-დასხვა ორგანიზაციების მონაწილეობის შემთხვევაში გამოყენებული უნდა იქნას აღნიშვნა *);
  • სტრიქონის გამოტოვებით - სტატიის მოკლე ანოტაცია (10 Pt, დახრილი შრიფტით, არაუ-მეტეს 500 სიმბოლოსი);
  • სტრიქონის გამოტოვებით სტატიის შინაარსი (12Pt);
  • ორი სტრიქონის გამოტოვებით - გამოყენებული ლიტერატურა (10 Pt);
  • ორი სტრიქონის გამოტოვებით - რეზიუმე ინგლისურ ენაზე (10 Pt, არაუმეტეს 1000 სიმ-ბოლოსი);
  • სტატიის მოცულობა 3-5 გვერდი;
  • ერთი ავტორის მიერ წარმოდგენილი სტატიების რაოდენობა არა უმეტეს 2-სა;
  • სტატიის ელექტრონული ვერსია წარმოდგენილი უნდა იყოს ელ.ფოსტაზე: medicine5@atsu.edu.ge.  ფაილს უნდა ერქვას პირველი ავტორის გვარი და სექციის ნომერი (მაგ. ამაღლობელი. 5).

 

ზემოაღნიშნული მოთხოვნების დარღვევით გაფორმებული ან კონფერენციის თემატიკის შეუსაბამო სტატიები პუბლიკაციისათვის არ განიხილება.
მასალები ქვეყნდება ავტორის რედაქციით.

კონფერენციის  სამუშაო ენა – ქართული, ინგლისური,  რუსული. 


რეზიუმეები გადმოგზავნეთ ინგლისურ ენაზე.

კონფერენციაში მონაწილეობისათვის 2017 წლის 5 დეკემბრამდე კონფერენციის  ორგკომიტეტში საჭიროა წარმოადგინოთ:

  • სარეგისტრაციო ანკეტა (თანდართული ფორმით);
  • სტატიის/თეზისების ელექტრონული ვერსია, რომელიც გაფორმებული იქნება თანდართული მოთხოვნების შესაბამისად.
  • შრომათა კრებულის დაბეჭდვის ღირებულების გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (სურვილის შემთხვევაში).

კონფერენციის მასალები გამოქვეყნდება კონფერენციის ონლაინ შრომათა კრებულში და განთავსდება ვებ–გვერდზე 

მსურველთათვის დაიბეჭდება კონფერენციის შრომათა კრებული, რისთვისაც უნდა გადმოირიცხოს თანხა 20 ლარი, უცხოელი ავტორებისათვის 20 აშშ დოლარი