slider slider

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
I საერთაშორისო სამეცნიერო–პრაქტიკული ინტერნეტ-კონფერენცია

"თანამედროვე ფარმაცია – მეცნიერება და პრაქტიკა"

ძებნა

0

სტატია

0

სტატიის ავტორი

0

გამოცემა

პატივცემულო კოლეგებო, მეცნიერებო და ბიზნესმენებო!

2017 წლის 5   დეკემბრიდან  20 დეკემბრამდე ინტერნეტ–სივრცეში ტარდება I საერთაშორისო სამეცნიერო–პრაქტიკული ინტერნეტ–კონფერენცია თემაზე:    ,,თანამედროვე ფარმაცია – მეცნიერება და პრაქტიკა”.

გიწვევთ კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად!

კონფერენციის სამეცნიერო მიმართულებებია:

  • სამკურნალო მცენარეებისა და სხვა ბუნებრივი რესურსების კვლევა, დამუშავება ახალი ფიტოპრეპარატების მიღების მიზნით; ფარმაცევტული – ფარმაკოგნოსტური, ფიტოქიმიური, ტოქსიკოლოგიური ანალიზი
  • თანამედროვე ქიმიურ–ფარმაცევტული, კოსმეტიკური და ბიოტექნოლოგიური პრეპარატების  რეცეპტურისა  და  ტექნოლოგიის შემუშავება, ბიოფარმაცევტული შესწავლა
  • საზოგადოებრივი ჯანდაცვა და სოციალური ფარმაცია: ფარმაკოეკონომიკა, სამედიცინო დარგების მარკეტინგი და მენეჯმენტი; განათლება და პრაქტიკა; ფარმაცევტული წარმოება, სტანდარტიზაცია, დისტრიბუცია
  • სამედიცინო მასალები ფარმაციასა და მედიცინაში.



კონფერენციის სამუშაო ენა – ქართული და ინგლისური. 

რეზიუმეები  წარმოდგენილი უნდა იყოს  ინგლისურ ენაზე.

კონფერენციაში მონაწილეობისათვის 2017 წლის 5 დეკემბრამდე კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტში საჭიროა წარმოადგინოთ:

  • სარეგისტრაციო ანკეტა (თანდართული ფორმით);
  • სტატიის/თეზისების ელექტრონული ვერსია, რომელიც გაფორმებული იქნება თანდართული მოთხოვნების შესაბამისად.
  • შრომათა კრებულის დაბეჭდვის  (სურვილის შემთხვევაში) ღირებულების გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.



კონფერენციაში მონაწილეობა უფასოა

კონფერენციის მასალები გამოქვეყნდება კონფერენციის ონლაინ შრომათა კრებულში და განთავსდება ვებ–გვერდზე: www.atsu.edu.ge/PharmacyConference

მსურველებისათვის დაიბეჭდება კონფერენციის შრომათა კრებული, რომლის ღირებულებაა ქართველი ავტორებისათვის 20 ლარი.