მაგისტრანტობის კანდიდატთაგან სარეგისტრაციო საბუთების ნუსხის დამტკიცების, სარეგისტრაციო ვადებისა და მისაღები საუნივერსიტეტო გამოცდის თარიღის განსაზღვრის შესახებ
2019-2020 სასწავლო წლისათვის მაგისტრანტობის კანდიდატებმა უნდა წარმოაგინონ შემდეგი საბუთები:
1. განცხადება აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელებისა და მაგისტრატურაში მისაღებ საუნივერსიტეტო გამოცდებში მონაწილეობის მიღების სურვილის შესახებ (ივსება ადგილზე);
2. პირადობის მოწმობის ასლი, მისივე დედნის წარდგენით;
3. სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებულ პირთათვის სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმეტის ასლი, მისივე დედნის წარდგენით;
4. საქართველოში გაცემული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომისა და მისი დანართის ასლები მათივე დედნების წარდგენით (მიმდინარე წლის კურსდამთავრებულები წარმოადგენენ ცნობას შესაბამისი უმაღლესი სასწავლებლის დასრულების შესახებ ნიშნების ფურცელთან ერთად);
5. სამაგისტრო საგამოცდო ბარათი;
6. ორი ფერადი ფოტოსურათი – 3X4;
7. უცხოენოვან სამაგისტრო პროგრამეზე ჩაბარების მსურველებმა უნდა წარმოადგინონ პროგრამაზე სწავლების შესაბამისი ენის B2 დონის კომპეტენციის დამადასტურებელი დოკუმენტი. კერძოდ: ბრიტანეთის საბჭოს სერთიფიკატი, გოეთეს ინსტიტუტის სერთიფიკატი, გერმანული ენის ავსტრიული დიპლომი, ალ. დიუმას სახელობის ფრანგული კულტურის ცენტრის მიერ გაცემული ფრანგული ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი - (DELF), (TCF), აწსუ ენათა კურსების სერთიფიკატი.
8. მაგისტრატურაში მისაღებ საუნივერსიტეტო გამოცდაში მონაწილეობის საფასურის - 30 ლარის გადახდის ქვითარი; იმ შემთხვევაში თუ მაგისტრანტობის კანდიდატი გამოცდას აბარებს ორ საგანმანათლებლო პროგრამაზე - 50 ლარის გადახდის ქვითარი (საბანკო რეკვიზიტები: აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი; მიმღების ბანკი - სახელმწიფო ხაზინა; მიმღების დასახელება - ხაზინის ერთიანი ანგარიში; ბანკის კოდი - TRESGE22; მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი - 709057267).
საბუთების მიღება იწარმოებს 2019 წლის 12 სექტემბრიდან 24 სექტემბრის ჩათვლით სპეციალურად ამ მიზნით შექმნილ სარეგისტრაციო კომისიაში. მისამართი: ქუთაისი, თამარ მეფის ქ. 59, აწსუ I კორპუსი, II სართული, აუდიტორია №1211, 10 საათიდან 17 საათამდე, ყოველ დღე შაბათ-კვირის გარდა.
მისაღები საუნივერსიტეტო გამოცდები ჩატარდება 2019 წლის 25 და 26 სექტემბერს.
სააპელაციო განცხადებების განხილვა გაიმართება 27 სექტემბერს.