სსიპ აწსუ-ს მიერ საბანკო მომსახურეობაზე საბანკო დაწესებულებების შერჩევის მიზნით ღია კონკურსის გამოცხადების შესახებ

სსიპ აწსუ-ს მიერ საბანკო მომსახურეობაზე ორი წლის ვადით საბანკო დაწესებულებების შერჩევის მიზნით (საკონკურსო პირობების შესაბამისად დანართი #1), დაინტერესებულმა საბანკო დაწესებულებებმა წარმოადგინეთ შეთავაზებები მიმდინარე წლის 4 მარტს 12.00 საათზე უნივერსიტეტის ადმინისტაციაში შემდეგ მისამართზე: თამარ მეფის ქუჩა #59, ადმინისტრაციული კორპუსი; ევროპული სივრცე; (ყოფილი მწვანე დარბაზი).
საკონკურსო შემოთავაზებები წარმოადგინეთ მაქსიმალურად დაზუსტებით. წარმოდგენილი შეთავაზებების განხილვა - შეფასება მოხდება საუნივერსიტეტო კომისიის მიერ. კონკურსი არის ღია ყველა პოზიციის შესაბამისად და ალტერნატიული წინადადებები განიხილება.
საბანკო დაწესებულების მხრიდან უფლებამოსილ პირს უნდა გააჩნდეს რწმუნების დამადასტურებელი დოკუმენტი.

საბანკო მომსახურეობაზე საბანკო დაწესებულებების შერჩევის საკონკურსო პირობები
დანართი #1
მომსახურების დასახელება
1 სესხი უნივერსიტეტის თანამშრომელთათვის
1.1 სამომხმარებლო სესხი 
1.2 საკრედიტო ბარათი
1.3 ოვერდრაფტი (max-რი  ოდენობა, %)
1.4 დეპოზიტი
1.5 სხვა
2 დეპოზიტზე (მინიმალური მოცულობა, მინიმალური  ვადა   და საპროცენტო განაკვეთი ვადების მიხედვით) პროცენტის დარიცხვა
3 სტუდენტური  სესხები
4 სხვადასხვა სერვისები და წამახალისებელი ღონისძიებები (სტიპენდიები, სტაჟირებები, პროფესიული პრაქტიკა და სხვა) 
5 სხვა შეთავაზება