სამეცნიერო პიკნიკი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნით, სამეცნიერო პიკნიკი გაიმართა. მოსწავლეებსა და სტუდენტებს უნივერსიტეტის ღია სივრცეში საინტერესო ექსპერიმენტები და გამოფენები დახვდათ.

წარმოდგენილი იყო: სახალისო ქიმია, გარემოს დაცვის ინჟინერიისა და გამოყენებითი ეკოლოგიის, ფარმაცევტული და კოსმეტიკური ტექნოლოგიის სპეციალობების ქიმიური ექსპერიმენტები და აქტივობები,
კრიმინალისტიკის ლაბორატორია, ჟურნალისტიკის ლაბორატორია, მედიცინის ფაკულტეტის კლინიკური უნარების სიმულაცია, ქართული, გერმანული და ინგლისური საგანმანათლებლო თამაშები, კალიგრაფიული ნამუშევრების გამოფენა, საინჟინრო–ტექნოლოგიური ფაკულტეტის, „დიზაინისა და ტექნოლოგიის“ დეპარტამენტის თანამშრომელთა და სტუდენტთა ნამუშევრები: ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის კოლექციები სხვადასხვა სტილისტურ თემაზე. თექისა და ბატიკის სხვადასხვა ტექნიკით შესრულებული მხატვრული პანოები და აქსესუარები და ელექტრული ინჟინერიის სტუდენტების პრეზენტაციები, პედაგოგიური ფაკულტეტის usaid-ის საბაზისო განათლების პროგრამის, ,,იდეატორთა კლუბების“ ნამუშევრები და ა.შ.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, როლანდ კოპალიანმა სხვადასხვა კონკურსებში გამარჯვებული სტუდენტები და სკოლის მოსწავლეები დააჯილდოვა.