აწსუ ბოლო ზარისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ზუგდიდში

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიური და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიებისა და ინგლისური ფილოლოგიის დეპარტამენტების წარმომადგენლებმა ზუგდიდში გამოსაშვები საღამოსადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს.

„გარემოს დაცვის ინჟინერიის და გამოყენებითი ეკოლოგიის“, „ინგლისური ენა და ლიტერატურის“ და „ფარმაცევტული და კოსმეტიკური ტექნოლოგიის“ სპეციალობების სტუდენტებმა წარადგინეს სხვადასხვა ქიმიური ექსპერიმენტები და აქტივობები თავიანთი პროგრამების მიმართულებებით. მათ მიაწოდეს ინფორმაცია სამეგრელოს რეგიონის ახალგაზრდებს აწსუ-ს საბაკალავრო პროგრამების, გაცვლითი პროგრამების და ზოგადად სტუდენტური ცხოვრების შესახებ.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტისგან სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ TIK TOK ზარის გამარჯვებულ მოსწავლეებს.
ღონისძიება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის და ახალგაზრდული სათათბიროს ორგანიზებით ჩატარდა.