ლიტერატურულ-საგანმანათლებლო პროექტი ,,ცოცხალი წიგნები“

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ლიტერატურულ-საგანმანათლებლო პროექტის „ცოცხალი წიგნები“ ფარგლებში, მწერლები: მანანა ჩიტიშვილი, ტარიელ ხარხელაური, ბათუ დანელია და ნინო გუგეშაშვილი ეწვევიან.
მკითხველთან შეხვედრა 8 ივნისს, 15:00 საათზე, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკითხველო დარბაზში (ადმინისტრაციული კორპუსი, II სართული, თამარ მეფის ქუჩა N59, ქ.ქუთაისი) გაიმართება. დასწრება თავისუფალია!