13 ივლისს, 18:00 საათზე, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საშემსრულებლო ხელოვნების პროგრამის სოლო აკადემური სიმღერის მიმართულების პროფესორის, ღირსების ორდენის კავალერის, ღვაწლმოსილი ქუთაისელის, ქუთაისის საპატიო მოქალაქის, ხელოვნების ქურუმის
რამაზ კუბლაშვილის კლასის სტუდენტთა საანგარიშო კონცერტი გაიმართება.
მონაწილეობენ:
I კურსის სტუდენტები: დავით ბენდელიანი, არჩილ კუხიანიძე, მაგული სამხარაძე
II კურსის სტუდენტები: ჯემალ სინატაშვილი, მანანა სამხარაძე (საქალაქო,
რესპუბლიკური და საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი)
III კურსის სტუდენტები: ბერდია ონიანი, მარიამ პანაიოდი, თინათინ შეყლაშვილი
IV კურსის სტუდენტი: დავით სიმსივე
2022 წლის კურსდამთავრებულები: გაბრიელ დევაძე, ავთანდილ ჭიქავა (საქალაქო,
რესპუბლიკური და საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი)
კონცერტმაისტერები: მაკა ბაქრაძე, მეგი ჭანტურია (კორეის ვოკალისტთა
საერთაშორისო ფესტივალის საუკეთესო კონცერტმაისტერი)
პროგრამაშია ქართველი და უცხოელი კომპოზიტორების ნაწარმოებები.
მისამართი: ( კ. გამსახურდიას ქ. N 43-ა, სამუსიკო კოლეჯის შენობა)