ევროპის ფონდის მხარდაჭერით, 2017 წლის სექტემბრიდან ხორციელდება პროექტი „ქართველი მწერლები ევროპული ღირებულებებისთვის,“ რომლის მიზანია ევროპულ ფასეულობათა პოპულარიზაცია საქართველოს, განსაკუთრებით კი, რეგიონების მოზარდებსა და ახალგაზრდებში. აღნიშნულთან დაკავშირებით 15 ნოემბერს, 15 საათზე, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში გაიმართება მწერალ ლაშა ბუღაძის საჯარო ლექცია და ღია დისკუსია. დასწრება თავისუფალია!