2021 წლის 23 ივლისს გაიმართა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის გაფართოებული სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ უნივერსიტეტის რექტორი, რექტორის მოადგილე და ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ფაკულტეტების დეკანები და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსები, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის სპეციალისტები.
სხდომაზე წარმოდგენილი იყო სამსახურის ანგარიში 2020-2021 სასწავლო წელს გაწეული მუშაობის შესახებ. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა თეა კორძაძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა პროგრამული აკრედიტაციის პროცესებში ფაკულტეტების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურების ჩართულობაზე.
სხდომაზე ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის საქმიანობა დადებითად შეაფასა და უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესების წარმატებით განხორციელების საქმეში სამსახურის წვლილზე ისაუბრა აწსუ-ს რექტორმა როლანდ კოპალიანმა, რექტორის მოადგილემ შალვა კირთაძემ და ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა კახა კუპატაძემ.
გაფართოებულ სხდომაზე ნაყოფიერი მუშაობისათვის მადლობის სიგელები გადაეცა აწსუ-ს საგანმანათლებლო პროგრამების განვითარების განყოფილების უფროსს, ფაკულტეტების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსებს, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსს და სპეციალისტებს.