2021 წლის სექტემბერში აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ენათა ცენტრის მასწავლებლებისთვის ჩატარდა სამდღიანი ტრენინგი თემებზე:
1. აკრედიტაციის სტანდარტები;
2. კვალიფიკაციების დონის აღმწერი;
3. სილაბუსების შედგენა აწსუ-ს ფორმების მიხედვით;
4. შეფასების სისტემა;
აღნიშნულ ტრენინგებს უძღვებოდნენ აწსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი თეა კორძაძე და საგანმანათლებლო პროგრამების განვითარების განყოფილების უფროსი, ასოცირებული პროფესორი ნათია ღაჭავა.