სტუდენტთა მხარდაჭერისა და განვითრების სამსახურის ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს სტუდენტთა კარიერული განვითარების ხელშეწყობა, რომელსაც სამსახური ახორციელებს სხვადასხვა აქტივობების და ღონისძიებების გატარების გზით, აღნიშნული ღონისძიება ხელს უწყობს შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანი კადრების მომზადებას.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა მხარდაჭერისა და განვითარების სამსახური სტუდენტთა კარიერული განვითარების და ხელშეწყობის მიზნით სტუდენტებს სთავაზობს დისტანციურ კონსულტაციას.
კონსულტაციის თემებია:
CV-სა და სამოტივაციო წერილის შედგენა;
გასაუბრების ტექნიკები;
სამუშაოს ძებნის ტექნიკები;
პროფორიენტაცია.
კონსულტაცია შესაძლოა ჩატარდეს, როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფურად.
კონსულტაციის მისაღებად მოგვწეროთ მეილზე ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.