აწსუ-ს სტუდენტთა მხარდაჭერისა და განვითარების სამსახურის ხელშეწყობით და მხარაჭერით სტუდენტებს და კურსდამთვრებულებს ეძლევათ შესაძლებლობა გაიარონ ღია კონკურსი და გახდნენ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გუნდის წევრი. სტაჟიორ-გამომძიებელი აღჭურვილი იქნება გამომძიებლის უფლებამოსილებით და ის ერთ წლამდე ანაზღაურებად სტაჟირებას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში გაივლის. პროგრამის მიზანია მოიზიდოს კვალიფიციური, მაღალი პროფესიული და ეთიკური სტანდარტების მქონე კადრები და ხელი შეუწყოს მათ განვითარებას.
სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსის გამოცხადება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში მიმდინარე წლის 5 ოქტომბრიდან იგეგმება. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებული პირი უნდა იყოს უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე საქართველოს მოქალაქე, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას და ჩაბარებული აქვს საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრში ერთიანი საკვალიფიკაციო გამოცდა ან საერთო/სისხლის სამართლის მიმართულებით მოსამართლეობის/პროკურატურის/ ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა.
დაინტერესებულ პირებს, რომელთაც სურთ მიიღონ მონაწილეობა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის სტაჟიორთა შესარჩევ კონკურსში, მაგრამ არ აქვთ ჩაბარებული ზემოთ დასახელებული ერთ-ერთი საკვალიფიკაციო გამოცდა, იუსტიციის სასწავლო ცენტრის მიერ გამოცხადებულ ერთიან საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია დღეიდან შეუძლიათ.
ერთიან საკვალიფიკაციო გამოცდასთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაციისათვის, გთხოვთ, ეწვიოთ შემდეგ ბმულს: http://www.tcj.gov.ge/ka/news/542/
სტაჟირების კონკურსთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაციისათვის, შეგიძლიათ ეწვიოთ შემდეგ ბმულებს: https://stateinspector.ge/ka/article/saxelmwifo-inspeqtoris-samsaxuri-sagamodziebo-departamentshi-stajirebis-programas-iwyebs/61
https://www.facebook.com/DPAGeorgiaOfficial/photos/a.299919413484244/2177747832368050/
ამასთან, შეგიძლიათ გაეცნოთ დანართის სახით წარმოდგენილ პრეზენტაციას